01:29 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-31 15:53:41, 635 ნახვა

ეკონომიკა
პირველი კვარტლის საგადასახადო შემოსავლების გეგმა გადაჭარბებითაა შესრულებული

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, პირველი კვარტლის საგადასახადო შემოსავლების გეგმა გადაჭარბებითაა შესრულებული.

როგორც "ექსპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, მიმდინარე წლის თებერვალში, დღგ-ს საწარმოთა ბრუნვა გაზრდილია 18.5 პროცენტით, ხოლო სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2015 წლის თებერვალში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 4,9 პროცენტი შეადგინა.

"ამავე დროს, როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, გადაჭარბებით შესრულებულია სახელმწიფო და ნაერთი ბიუჯეტების საგადასახადო შემოსავლების პირველი კვარტლის საპროგნოზო გეგმა.
პირველი კვარტლის შესრულების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მოგვიანებით გამოაქვეყნებს", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics