2015-02-02 17:41:32, 645 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადურმა Moody’s-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-ს წარმომადგენლებს შეხვდა.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ხადურმა სტუმრებს მაკროეკონომიკური პარამეტრები, საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მნიშნელოვანი მიმართულებები და ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემო გააცნო.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე ასევე ქვეყნის სამომავლო ფისკალური პოლიტიკა საშუალოვადიან პერიოდში, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, საგადასახადო პოლიტიკა, სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები და დაგეგმილი ხარჯები, სახელმწიფო საგარეო და საშინაო ვალის საკითხები განიხილეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან