13:14 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2014-12-21 23:10:40, 1224 ნახვა

კომენტარი
დავით ბერძენიშვილი: ეს არის დაღუპული ქართველი მეომრის უნებური შეურაცხყოფა

„თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში პოლიტიკური ასპექტები არ უნდა ყოფილიყო“, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება–რესპუბლიკელების“ თავჯდომარე დავით ბერძენიშვილმა განაცხადა.

ბერძენიშვილმა  თავდაცვის სამინისტროს მიერ გავცელებული განცხადება დაღუპული ქართველი მეომრის შეურაცხყოფად შეაფასა.

„ეს არის უნებული შეურაცხყოფა დაღუპული ქართველი ოფიცრისა, მეომრისა, ასევე იმ ადამიანებისა,  სამხედროებისა, რომლებიც უკრაინაში უკრაინისა და საქართველოს საერთო მოწინააღმდეგის, რუსეთის წინააღმდეგ იბრძვიან. ეს არ არის სწორად შერჩეული არც ტონი, არც შინაარსი და  პოლიტიკური ასპექტები თავდაცვის სამინისტროს  განცხადებაში არ უნდა ყოფილიყო“, – აღნიშნა ბერძენიშვილმა.

ცნობისთვის, 31 წლის ალექსანდრე გრიგოლაშვილი, რომელიც “აიდარში” იბრძოდა, 18 დეკემბერს დაიღუპა.

ქართველი სამხედროს უკრაინაში გარდაცვალების შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. სადაც უწყება, გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახის წევრებს უსამძიმრებს.

თუმცა, თავდაცვის სამინისტრომ, ალექსანდრე გრიგოლაშვილის გარდაცვალების გამო პასუხიმსგებლობა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს დააკისრა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics