2019-03-17 15:14:05, 3184 ნახვა
სპორტი
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ნახვარმცველი სუფთა წყლისთვის. ის 26,000 გირვანქა სტერლინგს აგროვებს
მანჩესტერ იუნაიტედის და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ნახვარმცველი, პოლ პოგბა 26 წლის გახდა.
დაბადების დღის აღსანიშნავად ფრანგმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში ფანდრაიზერი შექმნა სუფთა წყლისთვის. ის 26,000 გირვანქა სტერლინგს აგროვებს იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით უწყლობით იტანჯებიან.
"როგორც იცით, მსოფლიოს გარშემო 663 მილიონი ადამიანი, განსაკუთრებით აფრიკაში, იტანჯება სუფთა წყლის არქონის გამო. უამრავი ადამიანი დღეში 2-4 საათი დადის იმის გამო, რომ ბინძური წყალი მაინც მოუპოვოს საკუთარ ოჯახს.
საკუთარ დაბადების დღეზე ვხსნი ფანდრაიზერს, რათა ეს ხალი სუფთა წყლით მოვამარაგოთ. ჩვენ ერთად შეგვიძლია ამ ყველაფრის შეცვლა!", - წერია ანოტაციაში.
ავტორი: ,