2015-06-14 14:50:04, 1006 ნახვა
სხვადასხვა
ზოოპარკიდან გამოქცეული ვეფხვის თეთრი ბოკვერი მოკლულია
ზოოპარკიდან, სტიქიის შედეგად, გამოქცეული ვეფხვის ბოკვერი მოკლულია.
გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოსთან 6 მგელი მოკლეს.
რამდენიმე საათის წინ, „ექსპრესნიუსი“ ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ სტიქიის შედეგად, ზოოპარკიდან გაქცეული მტაცებელი ცხოველები ცეცხლსასროლი იარაღით არიან ლიკვიდირებულები.
ცნობისთვის, ძლიერი წვიმის გამო, წუხელ ზოოპარკიდან ცხოველები გაიქცნენ. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები. მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, დედაქალაქში გადაადგიებისგან თავი შეიკავონ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან