2024-12-23 22:46:06, 1104 ნახვა
რეგიონი
კასპის მერია - კასპის საკალათბურთო კლუბმა „გრიფინმა“ კლუბი „ასტრალი“ დაამარცხა
დღეს კასპის საკალათბურთო კლუბმა კასპის „გრიფინმა“ A ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალური თამაში კლუბ „ასტრალთან“ გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მატჩი კასპის სპორტკომპლექსის საკალათბურთო დარბაზში გაიმართა.
კასპის „გრიფინმა" მოწინააღმდეგე ანგარიშით 115 : 92 დაამარცხა.
 — копия.JPG)
"ვულოცავთ „გრიფინს“ რიგით მესამე გამარჯვებას. „გრიფინი“ მომდევნო თამაშს 26 დეკემბერს კვლავ კლუბ „ასტრალთან“ თბილისის არენაზე გამართავს. გამარჯვების შემთხვევაში A ლიგაში გადავა. კასპის მუნიციპალიტეტის მერია წარმატებებს უსურვებს კლუბ Griffin Kaspi • კასპის „გრიფინს“",- ნათქვამია კასპის მერიის ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),