2015-02-06 15:05:04, 625 ნახვა
სამართალი
კიწმარიშვილის ძმა და ადვოკატი პროკურატურაში საქმის მასალებს გაეცნობიან
ეროსი კიწმარიშვილის ძმა და ადვოკატი დღეს მთავარ პროკურატურაში საქმის მასალებს გაეცნობიან.
ადვოკატ გაგი მოსიაშვილის განცხადებით, აინტერესებთ, თუ რა ეტაპზეა ეროსი კიწმარიშვილის საქმის გამოძიება და რა შედეგით დასრულდა ექსპერტიზა.
"ჩვენი შეხვედრის მიზანია, გავეცნოთ იმ მასალებს, რა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაც მოითხოვა დაცვის მხარემ იმისათვის, რომ სრულყოფილად იქნეს გამოძიებული კიწმარიშვილის საქმეზე მიმდინარე გამოძიება. გავეცნობით ჩვენი მოთხოვნით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგებს,” - განაცხადა ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა და აქვე დასძინა, რომ მათი ვერსია მკვლელობის თაობაზე უცვლელია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან