2015-01-13 15:50:17, 671 ნახვა
სამართალი
გორგასლის ქუჩაზე მიმდინარე აქციაზე 4 პირი დააკავეს
გორგასლის ქუჩაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი თაობა“, თავისუფალი ზონის“ წინააღმდეგ აქციას მართავს.
აქციის მიმდინარეობისას საპატრულო პოლიციამ „თავისუფალი თაობის“ 4 წევრი დააკავა მათ შორის, ორგანიზაციის ლიდერი ლადო სადღობელაშვილი.
აღნიშნული ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს.
მათივე ინფორმაციით, აქციის წევრები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის წესით დააკავეს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ „თავისუფალი თაობის“ წევრებმა „თავისუფალი ზონის“ ოფისში შეჭრა სცადეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან