13:10 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-06 12:58:22, 309 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი რუმინეთის თავდაცვის მინისტრს მირჩეა დუშას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუმინეთის თავდაცვის მინისტრს მირჩეა დუშას შეხვდა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა თავდაცვის სფეროში  არსებული  ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.  

საუბარი ასევე შეეხო  საქართველო-ნატო-ს შორის თანამშრომლობის საკითხებს.  მხარეებმა  ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის უელსის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების ეფექტიანი იმპლემენტაციის გზებზეც იმსჯელეს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

შეხვედრას თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, საქართველოს ელჩი რუმინეთში ილია გიორგაძე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და პრეზიდენტის მრჩეველი თენგიზ ფხალაძე დაესწრნენ.

რუმინეთის თავდაცვის მინისტრი მირჩეა დუშა საქართველოში  ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics