12:18 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-04 17:25:55, 401 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი ჯარისკაცების დაკრძალვაზე დაუსწრებლობას არაორგანიზებულობით ხსნის

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ძმათა სასაფლაოზე ქართველი ჯარისკაცების ცხედრების ფრაგმენტების დაკრძალვაზე დაუსწრებლობას არაორგანიზებულობით ხსნის.
ამის შესახებ ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„საწუხაროდ უნდა დავარქვათ, რომ ეს იყო არაორგანიზებულობის ბრალი. წინასწარ არ იქნა შეტყობინებული არც მთავრობისთვის, ჩემმა ოფისმა გაიგო ძალიან გვიან. ვიცოდით, რომ პრეზიდენტი ესწრებოდა და ძალიან გვიან გავიგეთ ამის თაობაზე. რა თქმა უნდა,  მეც დავესწრებოდი და ყველაც“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, აგვისტოს ომის დროს დაღუპული 42 ქართველი სამხედროს ცხედრების ფრაგმენტების დაკრძალვას მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დაესწრო, თავდაცვის უწყება კი მინისტრის მოადგილისა და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის რანგში იყო წარმოდგენილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics