2015-04-03 17:08:10, 308 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი RMG-ის თანამშრომლებს: გააგრძელეთ მუშაობა მშვიდად და სტაბილურად
დაუშვებელია, 3 ათასი ოჯახი დარჩეს სამსახურის გარეშე, ეს არის დივერსიის მცდელობა, გააგრძელეთ მუშაობა მშვიდად და სტაბილურად, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კომპანია RMG-ის თანამშრომლებს, რომლებიც პრემიერ-მინისტრს დღეს მარნეულის გამგეობის შენობასთან დახვდნენ.
კომპანიის თანამშრომლებმა ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადეს და განაცხადეს, რომ გარკვეული მცდელობების მიუხედავად, საწარმოს მუშაობა არ გაჩერდება.
პრემიერ-მინისტრმა RMG-ის თანამშრომლებს, პირობა მისცა, რომ ხელისუფლება საწარმოს მუშაობის ხელშეშლას არ დაუშვებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან