19:01 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-01 17:27:56, 369 ნახვა

პოლიტიკა
თეა წულუკიანი მარგველაშვილის განცხადებაზე: ეს ალბათ პრეზიდენტის ხარვეზიცაა

"როგორც ჩანს,  ინფორმაციის გაცვლის უფრო მეტი არარსებობა პრეზიდენტს აკეთებინებს ისეთ კომენტარებს მინისტრებზე, რომელიც არის ან მოძველებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გაკეთებული შეფასება, ან უსაფუძვლო,-ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განმარტებით, პრეზიდენტის ნათქვამი ახალ  მიგრაციის  პოლიტიკაზე, რომ ეს ელემენტარული შეცდომაა, სწორი არაა. თეა წულუკიანი მთავრობასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის უფრო მეტი კომუნიკაციის აუცილებლობაზე საუბრობს.

"ეს ალბათ პრეზიდენტის ხარვეზიცაა,  ჩვენი ხარვეზიც არის.როგორც ჩანს,  ინფორმაციის გაცვლის უფრო მეტი არასრსებობა პრეზიდენტს აკეთებინებს ისეთ კომენტარებს მინისტრებზე, რომელიც არის ან მოძველებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გაკეთებული შეფასება, ან უსაფუძვლო, მაგალითად ახალ მიგრაციის პოლიტიკაზე პრეზიდენტის მიერ ითქვა, რომ ეს არის ელემენტარული შეცდომა.ელემენტარული შეცდომა ვერ იქნება ახალი საიმიგრაციო პოლიტიკა,  რომელიც დაინერგა ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფაგრლებში. რა თქმა უნდა,  განზრახ გაკეთებული ნათქვამი არ იქნებოდა, უბრალოდ კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ როგორც პრემიერმაც აღნიშნა, აუცილებელია უფრო მეტი კონტაქტი, მათ შორის,  მანამდე სანამ განცხადებები და შეფასებები გაკეთდება. მთლიანობაში ყურადღებით ვუსმინე პრეზიდენტს ",-განაცხადა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics