20:12 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-28 15:11:06, 606 ნახვა

სამხედრო
მინდია ჯანელიძე გორის სამხედრო ჰოსპიტალს ეწვია

საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე გორში სამხედრო ჰოსპიტალს ეწვია.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა დასრულებული სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა და სამედიცინო პერსონალს გაესაუბრა.

უწყების ცნობით, სამხედრო ჰოსპიტალში პაციენტთა ახალი მისაღები ამოქმედდა, რომელიც თანამედროვე აპარატურით და ელექტრონული რიგის მართვის სისტემებითაა აღჭურვილი. მინდია ჯანელიძემ სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და კარდიო-ქირურგიული განყოფილებები დაათვალიერა და სამხედრო ჰოსპიტლის ახალ სამედიცინო აღჭურვილობას გაეცნო.

თავდაცვის მინისტრთან ერთად, ახლადგარემონტებულ სამხედრო სამედიცინო დაწესებულებაში გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, მისი მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე და თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე გოჩა რატიანი იმყოფებოდნენ.

დღესვე, თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ ჰოსპიტალში მყოფი სამხედრო მოსამსახურეები მოინახულა და მათ მალე გამოჯანმრთელება უსურვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Z-ბლოგერებმა გაავრცელეს ინფორმაცია მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმის შესაძლო გაუქმების შესახებ ახალი უკრაინული რაკეტების გამო
კობახიძე: მივესალმებით აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას
რას ამბობს სტრასბურგის სასამართლო აფგან სადიგოვის საქართველოდან გაძევებაზე
გიგა ავალიანის მკვლელობისთვის 2 არასრულწლოვანს 10.6 წლით, 1-ს 6.9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics