|
2015-03-26 17:55:02, 338 ნახვა
პოლიტიკა
მინდია ჯანელიძე ალასანიას ბრალდებაზე: ამაზე ჩემგან საუბარი უხერხულია
თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე ირაკლი ალასანიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლითაც მან მთავრობა საჰაერო თავდაცვის საერთაშორისო ხელშეკრულებაზე უარის თქმაში დაადანაშაულა. ჯანელიძის თქმით, საუბარი არის განზრახულობათა წერილზე და ის ხელშეკრულება, რომელზეც ალასანია საუბრობს, არ არსებობს. „გთხოვთ დააზუსტოთ ალასანიასთან რას გულისხმობს, თუმცა ზოგადად მინდა გითხრათ, რომ ეს ჭორაობის საგანი გახდა, ე.წ ხელშეკრულება, რომელიც არ არსებობს. სინამდვილეში საუბარია განზრახულობათა წერილზე, რომელიც ხელმოწერილია, შესაბამისად რა ხელშეკრულებას გულისხმობს, დააზუსტოს. როცა განცხადებას აკეთებს პოლიტიკური ფიგურა, საჭიროა იყოს ამაში მეტი სიცხადე, სიზუსტე. ეს არაზუსტი და არაკორექტული განცხადება იყო. სატელეფონო საუბარი შედგა და ეხებოდა იმას რომ პროცედურები, რაც საჭიროა რომ დაცული იქნას საერთაშორისო შეთანხმებაზე ხელისმოწერის დროს, ყოფილიყო დაცული. კიდევ ერთხელ გეუბნებით, ჩვენი სატელეფონო საუბარი... ცოტა უხერხულია ამაზე ჩემგან საუბარი, იმიტომ რომ მთავრობის წევრებს შორის ტექნიკურ საკითხებზე საუბარი, როცა საჯარო დისკუსიის საგანი ხდება, ეს არ არის სწორი. თან ეს შეეხება ისეთ სფეროს, როგორიც არის თავდაცვის სფერო, დამიჯერეთ, რომ მსგავსი დისკუსიები თავდაცვის ინტერესებში ნამდვილად არ შედის. საუბარი ეხებოდა განზრახულობათა წერილზე, და არ იყო პროცედურები სრულად დაცული იმისთვის, რომ ეს ხელმოწერა განხორციელებულიყო“,-აღნიშნა მინდია ჯანელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)