20:41 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-25 20:33:22, 410 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის, ტრანსფორმაციისა და განვითარების ქვეკომიტეტის და საქართველო-ნატო-ს საპარლამენტთაშორისო საბჭოს წევრებს შეხვდა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-ნატო-ს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის როლის მნიშვნელობა ურთიერთობის გაღმავების მიმართულებით. საუბარი შეეხო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უელსის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების ეფექტიანი იმპლემენტაციის გზებს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს რუსეთის ფედერაციასა და სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებს შორის გაფორმებულ ე.წ. „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულებების“ სრული მიუღებლობა.

შეხვედრისას ასევე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, რუსეთის პოლიტიკა მეზობელი სახელმწიფოების მიმართ, მათ შორის უკრაინაში მიმდინარე მოვლენები.

საპარლამენტო ასამბლეამ მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს ნატო-ს სამშვიდობო  მისიებში საქართველოს აქტიური მონაწილეობისთვის. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ერთობლივი ძალისხმევით არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics