|
2015-03-25 14:12:36, 302 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ნორვეგიის სამეფოს პარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნორვეგიის სამეფოს პარლამენტის პრეზიდენტს ოლემიკ ტომესენს შეხვდა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკისა და კულტურის სფეროებში არსებული ურთიერთობები განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასა და რუსეთის პოლიტიკას მეზობელი სახელმწიფოების მიმართ, მათ შორის რუსეთის ფედერაციასა და სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებს შორის გაფორმებულ ე.წ. „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულებების“ ხელმოწერას. ქვეყნის პირველმა პირმა მადლობა გადაუხადა ოლემიკ ტომესენს ნორვეგიის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. თავის მხრივ ნორვეგიის სამეფოს პარლამენტის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ ქვეყნის დემოკრატიიზაციის პროცესში გადადგმული ნაბიჯების მნიშვნელობას. ოლემიკ ტომესენმა მადლიერება გამოხატა საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისათვის, კერძოდ ნატოს სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისთვის. გარდა ამისა, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ერთობლივი ძალისხმევით ორ ქვეყანას შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)