18:46 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-24 10:43:11, 420 ნახვა

პოლიტიკა
ბესელია: პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ საჯარო უწყებების დაჯარიმება, ამ ინსტიტუტის დამოუკიდებლობაზე მეტყველებს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობისა და მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობის შესახებ 2014 წლის ანგარიშს მოისმენენ.

როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის  ინსპექტორის მიერ  დაჯარიმებულ უწყებებს შორის საჯარო უწყებები მოხვდა, რაც მისივე შეფასებით,  ამ ინსტიტუტის დამოუკიდებლობაზე მეტყველებს.

"ჩვენ პირველად მოვისმენთ პარლამენტში პერსონალურ მონაცემთა ანგარიშს დეტალურდ. ეს არის პირველი ანგარიში მას შემდეგ, რაც ეს ინსტიტუტი შეიქმნა და კომიტეტი, როგორც ამ შემთხვევაში წამყვანი კომიტეტი, მოამზადებს დასკვნას, ვფიქრობ, საყურადღებოა ის, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ დაჯარიმებულ უწყებებს შორის სწორედ საჯარო უწყებები მოხვდა,  ეს მეტყველებს სწორედ ამ ინსტიტუტის დამოუკიდებლობაზე",-განაცხადა ეკა ბესელიამ.

გარდა ამისა,  დღესვე კანონმდებლები  სისხლის სამართლის სპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებსაც განიხილავენ, რომლის თანახმადაც, საკასაციო სასამართლოს შესაძლებლობა ექნება, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ პრინციპულ საკითხებზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics