19:12 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-22 18:57:30, 347 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძემ მარშალის ფონდის ბრიუსელის ფორუმის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა ლატვიის თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან იანის სარტსთან და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივნის  მოადგილესთან საიმონ ფრეიზერთან.

შეხვედრები 21 მარტს, ბელგიის სამეფოში, ქ.ბრიუსელში, გერმანიის მარშალის ფონდის ბრიუსელის ფორუმის(GMF) ფარგლებში გაიმართა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში განვითარებული მოვლენების განხილვას და უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას. კერძოდ, საუბარი შეეხო რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ სოხუმთან და ცხინვალთან გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებებს, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, მთლიანად რეგიონის უსაფრთხოების კონტექსტში. სახელმწიფო მინისტრმა მადლობა გადაუხადა ლატვიურ და ბრიტანულ მხარეებს აღნიშნული ხელშეკრულებების დაგმობის, ასევე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისათვის. 

შეხვედრებზე ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხების განხილვას. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა ნატო-ს მომავალი სამიტისა და რიგაში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მზადების პროცესსა და მოლოდინებს. სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ რიგის სამიტის წარმატება მნიშვნელოვანია რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში.

თავის მხრივ, ლატვიის თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა, როგორც სამიტის მასპინძელი ქვეყნის წამომადგენელმა, დაადასტურა ლატვიის ხელისუფლების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი. იანის სარტსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლატვია მხარს დაუჭერს საქართველოს მიერ დაფიქსირებული პროგრესის ადექვატურად ასახვას სამიტის გადაწყვეტილებებში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics