16:48 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-21 14:32:22, 342 ნახვა

პოლიტიკა
ეკა ბესელია: „ნაციონალებს“, მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდისგან განსხვავებით, ხელკეტები არ დახვდებათ

„ნაციონალურ მოძრაობას“  მათი ხელისუფლების პერიოდისგან განსხვავებით ხელკეტები არ დახვდებათ“,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ  „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
ბესელიას თქმით, რასაც  „ნაციონალური მოძრაობა“ სჩადიოდა, აღარ განმეორდება.
„მთავარი განსხვავება რასაც კიდევ ერთხელ  იგრძნობს დღეს „ნაციონალური მოძრაობა“  არის ის, რომ მათი რუსთაველზე  გამოსვლის დროს არ დახვდებათ განსხვავებით მათ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდისგან  ხელკეტებით და ტყვიებით შეიარაღებული  პოლიციელები და  ხელისუფლება, რომელიც მათ დაუშენს  იარაღს და გამოიყენებს ძალას.
ასეთი რამ არასოდეს არ განმეორდება , რასაც ისინი ჩადიოდნენ“,-განაცხადა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს 16:00 საათზე „ნაციონალური მოძრაობა“  მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციას თავისუფლების მოედანზე გამართავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics