17:00 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-19 16:58:51, 443 ნახვა

პოლიტიკა
ჯეიმს აპატურაი: საქართველოს მთავრობამ ჟენევის მოლაპარაკებები უნდა შეინარჩუნოს

ნატო–ს გენერალური მდივნის სპეციალური  წარმომადგენელი  კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი მიიჩნევს, რომ სირთულის მიუხედავად, ჟენევის მოლაპარაკებები უნდა შენარჩუნდეს.

როგორც აპატურაიმ "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, საქართველოს მთავრობამ ჟენევის მოლაპარაკებები უნდა გააგრძელოს იმის მიუხედავად, თუ რამდენად  ართულებს  და ძაბავს რუსეთი ამ მოლაპარაკებებს.

"რთულია ჟენევაში მოლაპარაკება, მაგრამ რაც  ჩვენ ვიცით, საქართველოს მთავრობის მხრიდან მოლაპარაკებები უნდა შენარჩუნდეს  და გაგრძელდეს იმის მიუხედავად, თუ რამდენად ართულებს და ძაბავს რუსეთი მოლაპარაკებებს და ფონს მოლაპარაკებებისთვის.ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს კარგი იდეაა, ვინაიდან ეს მოლაპარაკებების არხია. ამიტომ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია",-განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

შეგახსენებთ, 17-18 მარტს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 31-ე რაუნდი გაიმართა. "მოლაპარაკებები ჩატარდა რთულ ვითარებაში, როდესაც მოსკოვში ხელი ეწერებოდა რუსეთსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის“ შესახებ ე.წ. ხელშეკრულებას. ეს გულისხმობს რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივ ანექსიას და პირდაპირ კავშირშია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის ყველა მთავარ საკითხთან როგორც უსაფრთხოების, ისე ჰუმანიტარული მიმართულებით. აღნიშნული ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღად ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის შერჩევა წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას, რომელიც მიზნად ისახავდა საერთაშორისო მედიატორების შუამავლობით საქართველოსა და რუსეთს შორის უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებების ერთადერთი ფორმატის დისკრედიტაციასა და ჟენევის რაუნდის ჩაშლას",-ნათქვამია საქართველოს  საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების შემდეგი 32-ე რაუნდი გაიმართება 2015 წლის 30 ივნისს - 1 ივლისს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics