02:56 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-16 17:27:59, 345 ნახვა

პოლიტიკა
თავდაცვის სამინისტროს ახალი სახელმძღვანელო დოკუმენტი აქვს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალი სახელმძღვანელო დოკუმენტი აქვს. დღეს თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ „მინისტრის ხედვა 2015-2016“ დოკუმენტი წარადგინა. მან თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებს, სახელმწიფო უწყებების, საკანონმდებლო ორგანოს, სამოქალაქო საზოგადოების, დიპლომატიური კორპუსისა და მედიის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა და დოკუმენტის ძირითადი მიმართულებები გააცნო.
დოკუმენტში თავდაცვის უწყების პრიორიტეტები და შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაუმჯობესების მიმართულებებია გაწერილი. დოკუმენტი გასული წლების გამოცდილებას, არსებული საფრთხეებისა და საჭიროებების ანალიზს ეყრდნობა.
დოკუმენტის თანახმად, 2015-2016 წლებში თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტები იქნება: თავდაცვის მართვის სრულყოფა, თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესება, ნატოსთან თავსებადობის ამაღლება და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება.
„მინისტრის ხედვის“ მთავარი გზავნილების მიხედვით, მომავალი ორი წლის განმავლობაში ეფექტიანი, მობილური, თანამედროვე და ნატოსთან თავსებადი შეიარაღებული ძალები უნდა შეიქმნას. დოკუმენტში ჩამოყალიბებულია შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაუმჯობესების ხედვა, რომელიც საარტილერიო, ჯავშანსაწინააღმდეგო და ეფექტიანი ჰაერსაწინააღმდეგო შესაძლებლობების განვითარების გეგმების ოპტიმიზაციას ითვალისწინებს. „მინისტრის ხედვაში“ ასევე, საუბარია ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებაზე, სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალურ მხარდაჭერაზე, გენდერული თანასწორობის განმტკიცებაზე, კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაზე, გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებაზე.
თავდაცვის სამინისტროს სახელმძღვანელო დოკუმენტში, ასევე, დიდი ადგილი ეთმობა სამხედრო მოსამსახურეთა განათლებას, წვრთნასა და კარიერის მართვას.
„მინისტრის ხედვაში“ ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია დასახელდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები სამშვიდობო მისიებში კვლავაც აქტიურად იქნებიან ჩართულები. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ საქართველო უელსის სამიტზე მინიჭებული „არსებითი პაკეტით“ გათვალისწინებულ პროცესს განახორციელებს, შესაბამისად, ჩამოყალიბდება ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი. დოკუმენტში საუბარია ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებაზე; ასევე, ყურადღება გამახვილებულია პარტნიორ ქვეყნებთან, ნატოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში ინტენსიურ თანამშრომლობაზე.
ღონისძიების ბოლოს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე ქართველი სამხედროების მისიის ამსახველი ფოტოგამოფენა მოეწყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics