20:25 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-14 16:32:17, 412 ნახვა

პოლიტიკა
პარტია "ქართული ოცნება" აჭარის უმაღლეს საბჭოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პოლიტიკური პარტია „ ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ აჭარის ავტომონიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში გუშინ განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ კონსტიტუციისა და კანონის უპატივცემულობა, დილეტანტობა და ავანტიურისტობა არის ის თვისებები, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის სახეს განსაზღვრავს. მაშინ, როდესაც აჭარის კონსტიტუცია ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე სიითი შემადგემლობის უმრავლესობით, ანუ  11 ხმით აირჩევა, ნაციონალური მოძრაობის წევრებმა, კონსტიტუციისა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის უხეში დარღვევით, 8 ხმით აღნიშნულ თანამდებობაზე არჩეულად გამოაცხადეს თავიანთი თანაგუნდელი, ჯემალ ფუტკარაძე.

ამასთან, აღნიშნული აქტით, ჯემალ ფუტკარაძემ, მედეა ვასაძემ და მურმან დუმბაძემ  კიდევ ერთხელ განახორციელეს თვითლუსტრაცია და დაადასტურეს, რომ ისინი მთელი შეგნებით იზიარებენ იმ ღირებულებებს, რომელსაც ქართულ პოლიტიკაში ნაციონალური მოძრაობა განასახიერებს.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ გამოხატავს გულისტკივილს იმის გამო, რომ დუმბაძე, ფუტკარაძე და ვასაძე წავიდნენ მძიმე კომპრომისზე საკუთარი ღირსებისა და სინდისის წინაშე და შეერწყნენ ნაციონალურ მოძრაობას.

გვსურს, მტკიცედ განვაცხადოთ, რომ არავის და მითუმეტეს ნაციონალურ მოძრაობას, არ მივცემთ საშუალებას, იმოქმედონ კანონის წინააღმდეგ და უზრუნველვყოფთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში პროცესების განვითარებას კონსტიტუციისა და კანონმდელობის შესაბამისად“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics