18:25 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-12 18:27:56, 439 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: გიორგი ქადაგიძის ტონი არ მომეწონა

„უკვე რამდენიმე დღეა გიორგი ქადაგიძის ტონი არ მომწონს“,-ამის შესახებ საპარალმენტო უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე შეფასებით, ქადაგიძე მხოლოდ საკუთარ უნიკალურობაზე საუბრობს, თუმცა დეპუტატის  თქმით მისი ფუნქციაა სავალუტო კრიზისიდან გამოსვლაზე გაამახვილოს ყურადღება.

„არ მომეწონა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ტონი და არ მომწონს უკვე რამდენიმე დღეა, რადგან ძალიან მაღალი ტრიბუნიდან გველაპარაკება ყველა სხვა დანარჩენს.  მისი ფუნქცია ის არ არის, რომ მუდმივად  საკუთარ უნიკალურობაზე ხაზგასმით ილაპარაკოს, მისი ფუნქციაა, რომ მოსახლეობას გასაგებ ენაზე აუხსნას ერთის მხრივ თუ  ის  თვლის, რომ ქვეყანაში სავალუტო კრიზისია,  ეს რამ გამოიწვია.   გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია მოსახლეობას ელაპარაკოს  იმაზე, როგორ უნდა გამოვიდეთ  ამ მდგომარეობიდან. კიდევ უფრო მეტად მას ეს ვალდებულება აქვს,  როცა პარლამენტში მოსმენაზე მოდის,  გველაპარაკოს იმაზე როგორ უნდა გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან“,-აღნიშნა ხიდაშელმა.

ცნობისთვის, თბილისის პარლამენტში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების სხდომაზე მოხსენებით  გამოვიდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics