12:15 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-11 17:44:15, 307 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის სავაჭრო დეპარტამენტის მდივნის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამერიკის სავაჭრო დეპარტამენტის მდივნის მოადგილე მეთიუ მიურეის შეხვდა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და მის სტრატეგიულ პარტნიორს აშშ-ს  შორის არსებულ თანამშრომლობას.

როგორც საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა  გიორგი აბაშიშვილმა აღნიშნა, შეხვედრისას  ასევე ისაუბარეს  საქართველოს როლზე, ევროპასა და აზიას შორის ენერგო უსაფრთხოების სფეროში.

 „ ამერკასთან საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. 2014 წელი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესების წელი იყო,  მნიშვნელოვანია აშშ-ის დახმარება სხვადასხვა ეკონომიკური მიმართულებით, კერძოდ წარმოების განვითარების თვალსაზრისით. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში აღნიშნული თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობა აშშ-სთან. შეხვედრისას აღინიშნა საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობა DCFTA-ის გაფორმების შემდეგ“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
არააკრედიტირებული უნივერსიტეტების 2010 წლამდე გაცემული დიპლომი აღიარებული იქნება - მიქანაძე
EUA საქართველოს განათლების რეფორმაზე: ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს უნივერსიტეტების ეფექტურობაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics