12:15 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-11 17:18:27, 300 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: მსოფლიოში ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული მთავრობა ვართ

„ჩვენ მსოფლიოში ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული მთავრობა ვართ“,-ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონალურ ხელისუფლების წარმომადგენლებთან  შეხვედრისას განაცხადა.
მისივე თქმოთ , ქვეყანაში ნებისმიერი კანონდარღვევა აღკვეთილი იქნება და პირი, რომელიც დანაშაულს ჩაიდენს დაისჯება.

„ჩვენ მსოფლიოში ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული მთავრობა ვართ, მსოფლიოში მე-11  ადგილზე  და ეს არის ის მიღწევა,  რითაც მე და ჩვენი გუნდი ვამაყობთ ცენტრალურ  და ადგილობრივ დონეზე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხელისუფლების თუ როგორი მთვარობა ჰყავს ქვეყანას.  მე მინდა ამ საკითხს ძალიან დიდი ყურადღება დავუთმოთ , ჩვენ ვიქნებით დაუნდობელი კორუფციის წინაშე. ჩვენ არაერთი მაგალითი გამოვავალინეთ და ეს არ არის სისტემური. მადლობა ღმერთს,  რომ ამის ბევრი ფაქტი არ დაფიქსირებულა, მაგრამ მინდა ყველამ იცოდეს, ვინც არ უნდა იყოს ის, არავინ არ დგას კანონზე მაღლა, ნებისმიერი კანონდარღვევა იქნება დაუყოვნებლივ აღკვეთილი.  ყველა პირი, რომელიც დანაშაულს ჩაიდენს იქნება დასჯილი“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ცნობისთვის, პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამწუთებში სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გუბერნატორებს, ქალაქების მერებსა და მუნიციპალიტეტების გამგებლებს ხვდება. შეხვედრაში ეკონომიკური გუნდის მინისტრები მონაწილეობენ. ამასთან, შეხვედრას ესწრებიან განათლების, ჯანდაცვის, იუსტიციისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებიც. შეხვედრაზე, რომელიც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში პროექტებისა და პროგრამების მიმდინარეობასთან დაკავშრებულ საკითხებზე იქნება საუბარი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
არააკრედიტირებული უნივერსიტეტების 2010 წლამდე გაცემული დიპლომი აღიარებული იქნება - მიქანაძე
EUA საქართველოს განათლების რეფორმაზე: ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს უნივერსიტეტების ეფექტურობაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics