12:15 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-11 09:21:54, 324 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი დღეს გუბერნატორებს, ქალაქების მერებსა და მუნიციპალიტეტების გამგებლებს შეხვდება

პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გუბერნატორებს, ქალაქების მერებსა და მუნიციპალიტეტების გამგებლებს დღეს შეხვდება.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრა სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ 15:00 საათზე გაიმართება.

როგორც გუშინ, დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე  სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში პროექტებისა და პროგრამების მიმდინარეობასთან დაკავშრებულ საკითხებზე იქნება საუბარი.

ცნობისთვის, 5 მარტს გამართულ მთავრობის სხდომაზე, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა პრემიერს მიაწოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან  რეალურად თანხის ათვისება არ ხდება.

„მიუხედავად იმისა, რომ  რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ჩვენ თანხები გამოყოფილი გვაქვს,  რეალურად ხარჯვა დაწყებული არ არის. უკვე 82 მილიონზე მეტია გამოყოფილი, მაგრამ ათვისება ჯერ-ჯერობით არ ხდება. როგრც ჩანს იქ ცოტა ბიუროკრატიული მექანიზმია“, – განაცხადა ხადურმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
არააკრედიტირებული უნივერსიტეტების 2010 წლამდე გაცემული დიპლომი აღიარებული იქნება - მიქანაძე
EUA საქართველოს განათლების რეფორმაზე: ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს უნივერსიტეტების ეფექტურობაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics