22:48 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-09 19:13:38, 425 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი რიგგარეშე საპარლამენტო სხდომას დანიშნავს

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერები მიიღო.

შეხვედრისას მხარეებმა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებზე იმსჯელეს,
დეპუტატები საპარლამენტო სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით სახელმწიფო მეთაურის პოზიციით დაინტერესდნენ.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ განაცხადა, ქვეყნის პირველმა პირმა გაიზიარა „თავისუფალი დემოკრატების“  პოზიცია და მიღებულია გადაწყვეტილება, რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევის თაობაზე.

"თავისუფალი დემოკრატების" წევრები დაეთანხმნენ პრეზიდენტის პოზიციას იმის თაობაზე, რომ რიგგარეშე სხდომაზე მოწვეული უნდა იყვნენ მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. რაც შეეხება რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე აქტის გამოცემის საკითხს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს შემოვიდა შესაბამისი მოთხოვნა. არსებობს რეგლამენტით და კონსტიტუციით დადგენილი ვადები, რაც პრეზიდენტს აქვს აქტის გამოსაცემად. შესაბამისად, პრეზიდენტის აქტი სწორედ ამ ვადაში იქნება გამოცემული. მასში ასევე მითითებული იქნება რიგგარეშე სხდომის ჩატარების კონკრეტული თარიღი და ის საკითხი, რაზეც ხდება სხდომის მოწვევა", - განაცხადა  გიორგი კვერენჩხილაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics