21:57 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-04 16:17:10, 349 ნახვა

პოლიტიკა
კიბერუსაფრთხოების ბიუროს დელეგაცია ავსტრიაში იმყოფებოდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს დელეგაცია ავსტრიაში იმყოფებოდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის მიზანს  კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ავსტრიულ მხარესთან თანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენდა.

ქალაქ ვენაში სამდღიანი სამუშაო ვიზიტის  ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა, ბიუროს დირექტორის ანდრია გოცირიძის ხელმძღვანელობით, ავსტრიის რესპუბლიკის თავდაცვისა და სპორტის ფედერალურ სამინისტროში შეხვედრები გამართეს. ქართული დელეგაციის წევრები კიბერუსაფრთხოების საკითხებში ავსტრიის შეიარაღებული ძალების კოორდინატორმა, ბრიგადის გენერალმა, ჰელმუტ ჰაბერმაიერმა და თავდაცვისა და სპორტის ფედერალური სამინისტროს კიბერთავდაცვის სამსახურის უფროსმა, პოლკოვნიკმა იოსეფ შროფლმა მიიღეს.

შეხვედრებზე მასპინძელმა მხარემ  ქართული დელეგაციის წევრებს  კიბერთავდაცვის სამსახურის სტრუქტურისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და საერთაშორისო ტექნიკური სავარჯიშოების შედეგად მიღებული გამოცდილება გაუზიარა. ავსტრიის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების კიბერთავდაცვის სამსახურმა დელეგაციის წევრებს კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირების მიზნით, სამხედრო ცენტრის მუშაობის პრინციპები და სპეციფიკაც გააცნო. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელებმა კი კოლეგებს ბიუროს ამოცანებისა და მიზნების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. ავსტრიულმა მხარემ მათ მხარდაჭერა აღუთქვა და თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.

გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები ქართველ სტუდენტებს შეხვდნენ, რომლებიც ავსტრიის რესპუბლიკაში ინფორმაციულ და კომუნიკაციების ტექნოლოგიას ეუფლებიან. სტუდენტებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო  საქართველოში, თავდაცვის სფეროში  კიბერთავდაცვის განვითარების კუთხით, მათი ინტელექტუალური რესურსის გამოყენების შესაძლებლობებს.

კიბერუსაფრთხოების ბიუროს  ერთ-ერთი პრიორიტეტი ახალგაზრდა კადრების მოზიდვა, ევროკავშირის ქვეყნებთან ურთიერთობის დამყარება კიბერუსაფრთხოების სფეროში განვითარებაა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics