2015-03-04 14:50:19, 434 ნახვა
პოლიტიკა
დეპუტატ გიორგი ოჩიაურს ლევან თარხნიშვილი შეცვლის
დეპუტატ გიორგი ოჩიაურს პარლამენტში ლევან თარხნიშვილი შეცვლის. ოჩიაური არის საარჩევნო ბლოკიდან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - „მეტი სარგებელი ხალხს“ . "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიაში კი, ოჩიაურის ადგილმონაცვლე ლევან თარხნიშვილია.
შეგახსენებთ, გიორგი ოჩიაურმა სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოთხოვნით პარლამენტის ბიუროს დღეს მიმართა. მას უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სურს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან