20:21 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-04 13:28:27, 326 ნახვა

პოლიტიკა
რიჩარდ ნორლანდი: საქართველო ემზადება იმ პერიოდისთვის, როდესაც მოვა გადაწყვეტილების მიღების დრო

"საქართველო  ემზადება იმ პერიოდისთვის, როდესაც მოვა გადაწყვეტილების მიღების დრო“,-ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა  ოლანდის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელის თანახმადაც  ნატო-ს გაფართოების საკითხი ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დგას.
ნორლანდის თქმით,  საქართველო მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ მისი კვალიფიკაცია გაუმჯობესდეს.
„მე ვერ შევაფასებ ნატო-ს წევრი ქვეყნის ლიდერის განცხადებას. საქართველო აკეთებს მაქსიმუმს  იმისთვის, რომ გააუმჯობესოს მისი კვალიფიკაცია.  ის მოთხოვნები,  რომელიც მის წინაშე დგას.  საქართველოს ძალზედ გააზრებული სტრატეგია  აქვს უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამავე დროს საქართველო იძლიერებს  თავს ეკონომიკურად, ასევე აძლიერებს თავისი სამხედროების შესაძლებლობებს მათ შორის ავღანეთში მონაწილეობით.  საქართველო ემზადება იმ პერიოდისთვის მოვა დრო გადაწყევტილების მისაღებად“,-აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics