21:57 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-03 15:14:38, 345 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერმა ლიტვის იუსტიციის მინისტრს შსს-სა და პროკურატურის რეფორმირებაზე ინფორმაცია მიაწოდა

საქართველოს მთავრობა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის რეფორმირებაზე მუშაობს, - ამის შესახებ ინფორმაცია პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლიტვის იუსტიციის მინისტრს იუზას ბერნატონისს დღევანდელ შეხვედრაზე მიაწოდა.

პრემიერის განმარტებით, რეფორმა უწყებების სისტემურ და სტრუქტურულ გაუმჯობესებას, მათი გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და დამოუკიდებლობის გაზრდას ემსახურება.

შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოში მართლმსაჯულებისა და საკანონმდებლო სფეროში ბოლო პერიოდში განხორციელებულ ცვლილებებს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მიღებულია ანტიდისკრიმინაციული კანონი, ასევე, გრძელდება მუშაობა სისხლის სამართლის კოდექსის საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაზე.

პრემიერმა ლიტვის იუსტიციის მინისტრს ინფორმაცია მიაწოდა შრომის კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ შედეგად მოსახლეობამ გაცილებით დაბალანსებული შრომითი კანონმდებლობა მიიღო.

გარდა ამისა, მთავრობის მეთაურის თქმით, პარლამენტმა, ქვეყნის ისტორიაში პირველად, ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

შეხვედრის დასასრულს ირაკლი ღარიბაშვილმა იუზას ბერნატონისს წინასწარ მიულოცა ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავი, რომელსაც ქვეყანა 11 მარტს ზეიმობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics