15:02 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-01 11:19:19, 360 ნახვა

პოლიტიკა
საბერძნეთში ელჩად იოსებ ნანობაშვილის კანდიდატურაა წარდგენილი

საბერძნეთში ელჩის თანამდებობაზე იოსებ ნანობაშვილის კანდიდატურაა წარდგენილი. 
ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისივე ინფორმაციით, ნანობაშვილი კარიერული დიპლომატია და საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია. 

2013 წლის დეკემბრიდან დღემდე არის საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი. სხვადასხვა დროს მუშაობდა ავსტრიაში, რუმინეთში, ბენელუქსის ქვეყნებში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში. 

„იოსებ ნანობაშვილს აქვს დიდი გამოცდილება ევროკავშირთან თანამშრომლობის მიმართულებით და სხვადასხვა დროს მუშაობდა ცენტრალურ აპარატში სწორედ ევროკავშირთან ინტეგრაციის დეპარტამენტში.

ნანობაშვილი ინიშნება ძალიან მნიშვნელოვან ქვეყანაში. საბერძნეთი გახლავთ საქართველოს მეგობარი სახელმწიფო და ჩვენ ამ ქვეყანასთან გვაკავშირებს ისტორიული ერთიანობა. საბერძნეთში არის შეცვლილი ვითარება, იქ შეიცვალა მთავრობა და იმედს გამოვთქვამთ, რომ ახალი ელჩის საქმიანობა იქ კიდევ უფრო გააქტიურებს და განავითარებს ჩვენს თანამშრომლობას“, – აღნიშნა კერესელიძემ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics