15:02 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-27 19:50:17, 277 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოში წელს რუმინეთის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარის ვიზიტი იგეგმება

2015 წელს საქართველოში რუმინეთის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარის, ვალერიუ სტეფან ზგონეას ვიზიტი იგეგმება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და დეპუტატთა პალატის თავმჯდომარის შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

თბილისში ვიზიტამდე, ვალერიუ სტეფან ზგონეა საქართველოს პარლამენტის საქართველოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციას უმასპინძლებს.

მხარეებმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შესახებ ისაუბრეს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების წარმატებით განხორციელება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო აფასებს რუმინეთის მხარდაჭერას და მადლობას უხდის მის საკანონმდებლო ორგანოს ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებისთვის, მისი ხელმოწერიდან რამდენიმე დღეში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics