13:34 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-23 10:44:22, 347 ნახვა

პოლიტიკა
ნოდარ ხადური: ქამრების შემოჭერა საჯარო მოხელეებისთვის ხელფასის შემცირებას არ გულისხმობს

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, ქამრების შემოჭერა შტატების შემცირებასა და  საჯარო მოხელეებისთვის ხელფასის შემცირებას არ გულისხმობს.

როგორც ხადურმა მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს განუცხადა, ქამრების შემოჭერა,  ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას გულისხმობს.

"ქამრების შემოჭერა არ გულიხმობს არც შტატების შემცირებას  და არც საჯარო მოხელეებისათვის ხელფასის შემცირებას.  არის სხვა უამრავი ადმინისტრაციული ხარჯი, რომელთა შემცირებაც შესაძლებელია",-განაცხადა ნოდარ ხადურმა.

შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ვინაიდან, ლარის გაუფასურებამ მოქალაქეების ჯიბეზე ნეგატიური გავლენა იქონია, მზად არიან,  ქამრები შემოიჭირონ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
მედია: უნგრეთში რუსეთის საელჩოს თანამშრომლები რუსეთის უშიშროებასთან არიან დაკავშირებული
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics