13:34 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-21 00:42:55, 345 ნახვა

პოლიტიკა
ალასანია: როდესაც რუსეთი დაინახავს, რომ ერთი ადგილი გიკანკალებს, მთელ ინფრასტრუქტურას იმ ადგილის გასახევად მომართავს

„როდესაც რუსეთი დაინახავს, რომ ერთი ადგილი გიკანკალებს მთელ მის საგარეო პოლიტიკურ ინფრასტრუქტურას სწორედ იმ ერთი ადგილის გასახევად მომართავს“, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებასთან დაკავშირებით გადაცემა „რეაქციაში“ საუბრისას განაცხადა.

ალასანიას თქმით, ევროპა საქართველოსთვის დამოუკიდებლობის შენარჩუნების ინსტრუმენტია.

"ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ეს არ არის უბრალოდ მისწრაფება ევროპისკენ. ევროპა, ნატო ეს არის ინსტრუმენტი ჩვენი ეროვნული დამოუკიდებლობის შენარჩუნების და როდესაც მისი წარმომადგენელი გამოდის და რუსეთთან შეხვედრის წინ აძლევს მოსკოვს გზავნილს, რომ ჩვენ არა ბატონო, თქვენ არ ინერვიულოთ და აქ არანაირი ნატოს ინფრასტრუქტურა არ იქნება, დამერწმუნეთ, ეს არის გზავნილი რუსეთისთვის, რომ ჩვენ ნატოსკენ არ მივდივართ. მე პატივს ვცემ დიდ გამოცდილებას, რომელიც აქვს ზურაბ აბაშიძეს დიპლომატიაში, მასთან ერთად გარკვეულ საკითხებზე მიმუშავია. მაგრამ, მინდა შევახსენო, რომ მე მქონდა გამოცდილება რუსეთთან მოლაპარაკებების, როდესაც 2008 წლის აგვისტოს ომი მიმდინარეობდა და პირისპირ ვიყავი რუსეთთან გაეროს უშიშროების საბჭოზე. მე ძალიან კარგად ვიცი რუსეთის ტაქტიკა მოლაპარაკების პროცესში. როდესაც რუსეთი დაინახავს, რომ შენ ერთი ადგილი გიკანკალებს და ისე მიდიხარ მოლაპარაკებებისკენ, მთელ მის ინფრასტრუქტურას, საგარეო პოლიტიკურს, სწორედ იმ ადგილის გასახევად მომართავს. ამიტომ უნდა იყო მტკიცე, მყარი და უნდა უთხრა მათ, რომ გარდაუვალია საქართველოს შესვლა ნატო-ში, გარდაუვალია ნატო-ს ინფრასტრუქტურის გამიჯვნა. როდესაც დაინახავს ამ გარდაუვალობას რუსეთი, ამ შეუქცევადობას, აი მაშინ შეცვლის რეალუარდ რიტორიკას და მაშინ შეიძლება ნორმალიზაციაზე ლაპარაკი", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ცნობისთვის, რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, საქართველოსა და ნატო-ს თანამშრომლობა არანაირად არ არის მიმართული იმ მიზნისაკენ, რომ საქართველოში ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურა განთავსდეს. მისივე თქმით, ასეთი გეგმები ბუნებაში არ არსებობს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
მედია: უნგრეთში რუსეთის საელჩოს თანამშრომლები რუსეთის უშიშროებასთან არიან დაკავშირებული
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics