10:25 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-20 16:09:22, 470 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი საბერძნეთის ახლადარჩეულ პრეზიდენტს გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საბერძნეთის რესპუბლიკის ახლადარჩეულ პრეზიდენტს პროკოპის პავლოპულოსს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

„გულითადად გილოცავთ გამარჯვებას საბერძნეთის რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საბერძნეთის რესპუბლიკასთან მეგობრული ურთიერთობის განვითარებას.

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თქვენი ხელმძღვანელობის პირობებში ჩვენს ერებს შორის არსებული ისტორიული კავშირი და მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო განმტკიცდება და გაღრმავდება.

ვსარგებლობ შემთხვევით და გამოვხატავ გულითად მადლიერებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ჩვენი  ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების მიმართ თქვენი უცვლელი მხარდაჭერისათვის.

თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ მიიღოთ ჩემი თქვენდამი ღრმა პატივისცემა. გისურვებთ წარმატებას საბერძნეთის რესპუბლიკის მოსახლეობის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის მოღვაწეობაში“, -ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის მისალოც წერილში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics