15:02 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-20 14:06:32, 385 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე: საქართველოს კურსს ცვლილება მცირედითაც კი არ ემუქრება

„კურსს ცვლილება მცირედითაც კი არ ემუქრება, პირიქით ჩვენ ნატო-ს სტანდარტებით ვახორციელებთ ყველაფერს და ვვითარდებით“, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ, სკოლა „ინტელექტში“ მოსწავლეებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის იმპლემენტაციის კუთხით,  ნატო-ს წარმომადგენლების მხრიდან ძალიან მაღალი შეფასება აქვს.

„განვმეორდები და ვიტყვი, რომ კიდევ უფრო მეტად მოგვეცა საშუალება, ვთქვათ თუ რა პროგრესი აქვს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კუთხით და რა მექანიზმები გვაქვს და როგორი შემართებით ვმუშაობთ მათ შორის არსებით ღონისძიებათა პაკეტის იმპლემენტაციის კუთხით, სადაც ძალიან მაღალი შეფასება აქვს თავად ნატო-ს წარმომადგენლების მხრიდან საქართველოს. შესაბამისად არაფერი მსგავსი, კურსს მცირედითაც კი ცვლილება არ ემუქრება, პირიქით ჩვენ ნატო-ს სტანდარტებით ვახორციელებთ ყველაფერს“, - განაცხადა ბაქრაძემ.

რაც შეეხება აბაშიძიძე-კარასინის ფორმატს, როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, ფორმატი მკაფიოდაა განსაზღვრული აბაშიძე-კარასინის ფორმატი მკაფიოდაა განსაზღვრული.

„აბაშიძე-კარასინის ფორმატი ძალიან მკაფიოდ არის განსაზღვრული, ეს გულისხმობს კულტურას,  ეკონომიკას და ამ მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავებას“, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ საქართველოსა და ნატო-ს თანამშრომლობა არანაირად არ არის მიმართული იმ მიზნისაკენ, რომ საქართველოში ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურა განთავსდეს. მისივე თქმით, ასეთი გეგმები ბუნებაში არ არსებობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics