07:13 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-19 18:35:21, 339 ნახვა

პოლიტიკა
ანი მიროტაძე "მაუწყებლობის შესახებ" კანონში საფრთხეებს ვერ ხედავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე  "მაუწყებლობის შესახებ" კანონში საფრთხეებს ვერ ხედავს.

ამის შესახებ მიროტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

დეპუტატმა "მაუწყებლის შესახებ" კანონში ცვლილებებს მესამე მოსმენით განხილვისას მხარი არ დაუჭირა.

"ვარ იმ ადამიანთა შორის, ვინც ამ კანონს მხარი დაუჭირა. მესამე  მოსმენის შემდეგ და მინდა გითხრათ, ვიდრე მხარს დავუჭერდი გავეცანი  სრულად ყველა იმ შენიშვნას, რომელიც ჰქონდათ მაუწყებლობის წარმომადგენლებს. ასევე ძალიან ძალიან ბევრი ვიმუშავე იმაზე, რომ მომხდარიყო ამ შენიშვნების გათვალისწინება. ვფიქრობ, უმეტესი ნაწილი გათვალისწინებულია და ამ კანონში საფრთხეებს ვერ ვხედავ",-განაცხადა ანი მიროტაძემ.

საწინააღმდეგო მოსაზრება აქვს საპარლამენტო უმცირესობას. პავლე კუბლაშვილის განცხადებით, "მაუწყებლობის შესახებ" კანონი მაუწყებლებს, ბიზნესს დააზარალებს და რეკლამის ფასსაც გააძვირებს.

"ამით დაზარალდება მაყურებელიც. "ქართული ოცნების" მიზანია დაზარალდეს "რუსთავი 2"",-განაცხადა პავლე კუბლაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 65 ხმით, 33ი-ს წინააღმდეგ მიიღო კანონპროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ინიციატივით, ახლებურად განისაზღვრა მთელი რიგი მუხლები, ახლებურად ჩამოყალიბდა ტერმინების - „კომერციული რეკლამა“ და „ტელეშოპინგი“ დეფინიციები. განისაზღვრა კომერციული რეკლამის მოცულობა კონკრეტულ შემთხვევებში. ტერმინთა განმარტებას ასევე დაემატა - პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება და შესაბამისი მუხლი აისახა კანონშიც. განისაზღვრა „სამაუწყებლო საათი“-ს განმარტება. დაზუსტდა სოციალური რეკლამა და ასევე ზოგიერთი სხვა დეფინიცია. განისაზღვრა სპონსორების შესახებ მითითების და სპონსორზე მითითების აკრძალვის რეგულაციები და კანონს ასევე დაემატა ჩამონათვალი იმ სახის პროგრამებისა, რომელთა სპონსორობაც იკრძალება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics