07:13 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-19 11:48:40, 355 ნახვა

პოლიტიკა
მინდია ჯანელიძე: საქართველოში ნატო-ს საწვრთნელი ცენტრი იხსნება და არა სამხედრო ბაზა

"საქართველოში ნატოს წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნა იგეგმება და არა სამხედო ბაზის", - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. 

მისივე შეფასებით, ნატო-ს საწვრთნელ ცენტრს, რომელიც საქართველოში გაიხსნება შეტევითი მიზნები არ ექნება და ის  ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალების განვითარებისაკენ იქნება მიმართული. 

"საქართველოში არ იგეგმება ნატო-ს სამხედრო ბაზის განთავსება, იგეგმება წვრთნისა და შეფასების ცენტრის დაარსება, რომელიც მოემსახურება ჩვენი შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების პროფესიონალიზმის ამაღლებას. მათ ნატო-სთან თავსებადობის ხარისხსი ამაღლებას და ა.შ. ანუ ეს არ არის სამხედრო ბაზა, რომელსაც აქვს სამხედრო მიზნები და ამოცანები, ეს არის წვრთნისა და შეფასების ცენტრი. ამის შესახებ ნათლად დააფიქსირა პოზიცია ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა",- აღნიშნა ჯანელიძემ.

მინისტრის თქმით, საქართველოში ნატო-ს საწვრთნელი ცენტრის გახსნა რუსეთის წინააღმდეგ მიმართული არ იქნება. 

 "ცალსახად მინდა ავღნიშნო, ამ ბაზას არ აქვს არანაირი შეტევითი აგრესიული მიზნები, ეს არის ჩვენი შეიარაღებული ძალების განვითარების და შესაბამისად, ნატო-სთან თავსებადობის ამაღლებისკენ მიმართული. მიკვირს, რატომ ანერვიულებთ ჩვენს მეზობლებს, იმიტომ რომ ამ ცენტრის დაარსება და მისი ოპერირება არც ერთი მესამე მხარის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული არ არის. ზედმეტი ვნებათაღელვის საფუძველი არ აქვს. ეს გეგმის მიხედვით განხორციელდება", - განაცხადა მინდია  ჯანელიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics