07:13 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-18 17:41:50, 339 ნახვა

პოლიტიკა
წიკლაური: სადმე უნიათოები რომ უნდოდეთ, ჭიკაიძეს, ზაქარეიშვილს და ხადურს ხელიდან გამოგვტაცებდნენ

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ნუგზარ წიკლაურის შეფასებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩის ვასილ ციბენკოს დაბარებით, ხელისუფლება უკრაინა–საქართველოს დიდხნიან ურთიერთობას საფრთხის ქვეშ აყენებს. 

წიკლაურმა ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველო–უკრაინის ურთიერთობას განიხილავდნენ. 

„მებრძოლი უკრაინის ელჩს საგარეო საქმეთა სამინისტროში იბარებენ და მას რაღაც ახსნა–განმარტებებს სთხოვენ.  ამით ისინი უკრაინისა და საქართველოს ძალიან დიდ ხნიან ურთიერთობას საფრთხის ქვეშ აყენებენ. ძალიან მაინტერესებს, პირდაპირ უკრაინას რომ მივარდით, რატომ არ განუცხადეთ პროტესტი სხვა ქვეყნებს?!  აშშ–მ თქვა, რომ აქ არის პოლიტიკური დევნა, უკრაინა მართლა დაბალი ღობეა?!“, – აღნიშნა წიკლაურმა. 

დეპუტატმა სხდომაზე საქართველოში მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებს შორის პარალელი გაავლო და უწყების ამჟამინდელ ხელმძღვანელებს უნიათოები უწოდა. 

„უნიათოები, რომ ვინმეს სადმე უნდოდეს, მაგალითად ალექსანდრე ჭიკაიძე რომელიმე ქვეყანაში ახლა უკვე მინისტრად იქნებოდა დანიშნული. ან ხელიდან გამოგვტაცებდნენ პაატა ზაქარეიშვის, თუნდაც ნოდარ ხადურს“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics