15:58 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-28 18:16:35, 1346 ნახვა

მსოფლიო
მედია: ხამენეი და ირანის გუშაგთა კორპუსის მეთაური, სავარაუდოდ, დაიღუპნენ

ირანის უზენაესი ლიდერი ალი ხამენეი და ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური, გენერალი მოჰამედ პაკპური, 28 თებერვალს, დილით ადრე ირანში საჰაერო დარტყმების შედეგად დაიღუპნენ, იტყობინება ისრაელის მედია წყაროებზე დაყრდნობით.

იუწყება „The Times of Israel“ და „Channel 12“, ისრაელში წყაროებზე დაყრდნობით,

მედია იუწყება, რომ არსებობს „მზარდი მინიშნებები“, რომ ხამენეი მოკლეს. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხამენეი „სულ მცირე დაჭრილია“ და ეს შეფასება არა ხამენეის დანგრეული საპრეზიდენტო რეზიდენციის ამსახველ თანამგზავრულ სურათებს, არამედ ანონიმური წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციას ეფუძნება.

ხამენეის მალე დაგეგმილი აქვს მიმართვა. „Channel 12“-ის ტელევიზიის რეპორტაჟი ვარაუდობს, რომ მიმართვა შესაძლოა წინასწარ ჩაწერილი იყოს.

„Channel 12“ ასევე იუწყება, რომ დარტყმებმა „ძალიან მნიშვნელოვანი ზიანი“ მიაყენა ირანის რეჟიმის ხელმძღვანელობას და მის სამხედრო მეთაურებს.

გარდა ამისა, ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ სავარაუდოდ, ირანის თავდაცვის მინისტრი და დაზვერვის უფროსიც დაიღუპნენ.

ეს შეფასებები ოფიციალურად არ დადასტურებულა ირანის ან ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის მიერ ირანზე დღეს დილით განხორციელებული დარტყმები უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის და პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის სამიზნე იყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ალიევი - ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე
მოღალატევ, რუსების მონა - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ყოფილ პრემიერ ნოღაიდელს დაუპირისპირდა
აფგან სადიგოვი, პოლიციამ დააკავა
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics