02:36 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-18 10:34:07, 420 ნახვა

პოლიტიკა
ალასანია: ამერიკული მხარე შეწუხებულია, რომ თავდაცვის სამინისტროს თანამდებობის პირები კვლავ პატიმრობაში იმყოფებიან

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდი "თავისუფალი დემოკრატების" წევრებს შეხვდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პარტია  "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე ირაკლი ალასანიამ განაცხადა, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილი მაღალჩინოსანის წინასწარ პატიმრობაში ყოფნას დაეთმო.

ალასანიას განმარტებით, ამერიკული მხარე იმედოვნებს, რომ დაკავებულების საკითხი უახლოეს მომავალში დადებითად გადაწყდება.

"ერთ-ერთი მთავარი რაც იყო განხილული, არის უკანონოდ დაკავებული 5 თავდაცვის  სამინისტროს თანამდებობის პირი. ეს საკითხი, როგორც აგვიხსენეს, ყველა დონეზე მათ დააყენს. ისინი შეწუხებული არიან, რომ ისინი ჯერ კიდევ იმყოფებიან  წინასწარ პატიმრობაში და გამოთქვეს იმედი, რომ უახლოეს მომავალში ეს საკითხი დადბეითად იქნება გადაწყვეტილი", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

თავად ვიქტორია ნულანდს მედიასთან  კომენტარი  არ გაუკეთებია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics