04:08 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-17 22:25:32, 316 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი: დავინახე როგორი სიამაყით ეჭირა თავი პოროშენკოს და როგორ მწყობრიდან იყო გამოსული პუტინი

„დავინახე  მინკსში როგორი სიამაყით, ღირსებით ეჭირა თავი პეტრო პოროშენკოს და როგორ ნერვიულობდა და მწყობრიდან იყო გამოსული პუტინი.  მივხვდი, რომ პუტინის საქმე შავადაა და საბოლოო გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება“,-ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა  გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა „არჩევანთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
მიხეილ სააკაშვილს ამ  ეტაპზე მინსკის მოლაპარაკებების შედეგზე საბოლოო შეფასების გაკეთება უჭირს. სააკაშვილის თქმით, უკრაინაში არა მხოლოდ უკრაინელების, არამედ საქართველოს და მთელი მსოფლიოს ბედი წყდება.
„ზედმეტად გადაჭარბებით შეფასება იმისა, თუ რაც ხდება აქ, არა მხოლოდ ევროპის ყველაზე დიდ ქვეყნისთვის, არამედ ჩვენი პატარა საქართველოსთვის.აქ წყდება უკრაინელების, ქართველების, მოლდაველების, აზერბაიჯანელების, შუააზიელების,  რუსეთის ბედი, მსოფლიოს ბედი-იარსებებს თუ არა მსოფლიო. საბოლოო შეფასების გაკეთება ძნელია.ამ დღეების განმავლობაში  ტელევიზიით ვუყურებდი, როგორ ეჭირა თავი ჩემი დიდი ხნის მეგობარს  პეტრო პოროშენკოს, საერთოდ მთელ გუნდს. მე ვნახე როგორ გაიზარდა მათთან ერთად უკრაინა. დავინახე მინსკში როგორი სიამაყით, ღირსებით ეჭირა თავი უკრაინის პრეზიდენტს და როგორ ნერვიულობდა და მწყობრიდან იყო გამოსული პუტინი, მივხვდი, რომ, იმის საქმე შავად არის და საბოლოო გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება.მე თვითონ ვარ მოწმე, როცა რეკავდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მერკელი, ობამა და უკრაინის პრეზიდენტი ლაპარაკობს არა როგორც ობამა მირეკავს დღეში რამდენჯერმე და რამაგარი რაღაცაა, არამედ როგორც პასუხისმგებლობით პირველ რიგში საკუთარი ხალხის წინაშე, რომ ეს ქვეყანა გადასარჩენია. ტყუილად არ ჩაუვლია ჩვენს განწირულ სულისკვეთებას“,-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics