04:08 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-17 19:13:33, 350 ნახვა

პოლიტიკა
ვიქტორია ნულანდი სააკაშვილისა და ადეიშვილის ექსტრადიციის საკითხზე კომენტარს არ აკეთებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდი, უკრაინიდან მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის ექსტრადირებაზე საქართველოს პროკურატურის მოთხოვნასთან დაკავშირებით, კომენტარს არ აკეთებს.

როგორც ნულანდმა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ექსტრადიციის საკითხი, მხოლოდ საქართველოსა და უკრაინის საქმეა.

„რამდენადაც ჩვენ ვიცით, უკრაინაში სააკაშვილი პრეზიდენტ პოროშენკოს მიერ შექმნილ მრჩეველთა საბჭოში მუშაობს. ყოფილი პრეზიდენტი კერძო მოქალაქეა და ეს მისი გადაწყვეტილებაა. რაც შეეხება ექსტრადიციის მოთხოვნას, ეს ორი ქვეყნის საქმეა და ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ“, - განაცხადა ვიქტორია ნულანდმა.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინულმა მხარემ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილის ექსტრადირებაზე უარი თქვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics