04:08 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-17 11:53:29, 367 ნახვა

პოლიტიკა
ვლადისლავ სურკოვი: აფხაზეთსა და რუსეთს შორის საზღვრები არ უნდა არსებობდეს

„აფხაზეთსა და რუსეთს შორის საზღვრები არ უნდა არსებობდეს“,-ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ ვლადისლავ სურკოვმა ოკუპირებულ აფხაზეთში დე-ფაქტო პრეზიდენტთან რაულ ხაჯიმბასთან შეხვედრისას განაცხადა.

სურკოვით თქმით, რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ახალი შეთანხმების შესაბამისად საზღვრები უნდა გაუქმდეს.

„ვადასტურებ რუსეთის მიერ აღებულ ვალდებულებას, რომელსაც ჩვენი ახალი შეთანხმება ითვალისწინებს. აფხაზეთის დაფინანსებისთვის გათვლილი  იყო  4 მილიარდი რუბლის გამოყოფა, მოგეხსენებთ თუ რა მძიმე ეკონომიკური  ვითარებაა რუსეთში, მაგრამ  რუსეთის პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება აფხაზეთის ბიუჯეტი არ შემცირდეს.  რაც შეეხება რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე გადაადგილების პრობლემებს, მინდა გითხრათ,რომ ჩვენ შორის საზღვრები საერთოდ  არ უნდა არსობობდეს“,-განაცხადა სურკოვმა.

 ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ხაჯიმბამ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ აფხაზეთი რუსეთის მიერ შემოთავაზებული ყველა შესაძლებლობის რეალიზებას მოახდენს.

„ჩვენ შევძლებთ პენსიების გაზრდას და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.  უახლოეს ხანებში ვაპირებთ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების  განხორციელებას“,-განაცხადა ხაჯიმბამ.

ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინის თანაშემწემ აფხაზეთის დე-ფაქტო  პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასთან შეხვედრა გუშინ  გამართა.

შეხვედრაზე ხაჯიმბამ და სურკოვმა ინფრასტრუქტურული პროექტები და მიმდინარე წლის განმავლობაში მოსკოვის მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარების საკითხები განიხილეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics