2025-02-20 11:56:18, 623 ნახვა
რეგიონი
ქუთაისში სპეცოპერაცია ჩატარდა - დაკავებულია ე.წ. მეტადონის პროგრამით მოსარგებლე
არსებული ინფორმაციით, ქუთაისში, დუმბაძის ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩატარდა. დაკავებულია, ე.წ. მეტადონის პროგრამით მოსარგებლე ერთი პირი, რომელიც, სავარაუდოდ, მისთვის განკუთვნილ მეტადონის უკანონოდ გამოტანას და რეალიზებას ცდილობდა.
დაკავება მოსამართლის განჩინების საფუძველზე მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალების, ან ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოებას, შეძენას, ან გასაღება გულისხმობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,