00:57 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-16 11:25:43, 333 ნახვა

პოლიტიკა
ნარმანია: ჯოკია ბოდოკიას დედამ კონკურსისთვის დადგენილი ზღვარი ვერ გადალახა და ის ვაკის გამგეობაში უკვე აღარ მუშაობს

თბილისის მერის დავით ნარმანიას ინფორმაციით, მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის ყოფილი უფროსის ჯოკია ბოდოკიას დედა ვაკის გამგეობაში უკვე აღარ მუშაობს.
როგორც ნარმანიამ გუშინ "იმედის კვირაში" ჩართვისას განაცხადა, მან კონკურსისთვის დადგენილი ზღვარი ვერ გადალახა.
"ბოდოკიას დედა ვაკის გამგეობაში დროებით მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა. მან  ვერ გადალახა კონკურსისთვის დადგენილი ზღვარი.ამიტომ, როცა შეჯამდა კონკურის შედეგები და ახალი დანიშვნები მოხდა, რამდენადაც ვიცი, ის უკვე ვაკის გამგეობაში არ მუშაობს. ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარეობს ახალი დანიშვნები. კონკურის შედეგები შეჯამდა მიმდინარე კვირის ბოლოს",-განაცხადა დავით ნარმანიამ.
შეგახსენებთ, გამოძიების ინფორმაციით,  თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსმა ჯოკია ბოდოკიამ ერთ-ერთი კერძო კომპანიის წარმომადგენელს სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გაცემაში დახმარებისა და მშენებლობის პროცესში მფარველობის გაწევის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა სასტუმროს მშენებლობის ღირებულების 10 % – 180 000 აშშ დოლარი, საიდანაც წინასწარ ქრთამის სახით აიღო მოთხოვნილი თანხის ნაწილი – 50 000 აშშ დოლარი. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics