00:56 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-16 11:15:56, 330 ნახვა

პოლიტიკა
დავით კერესელიძე საგარეო უწყებაში უკრაინის ელჩის მიწვევაში გასაკვირს ვერაფერს ხედავს

საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი დავით კერესელიძე საგარეო უწყებაში უკრაინის ელჩის მიწვევაში გასაკვირს ვერაფერს ხედავს.

როგორც კერესელიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ხშირად ხდება, როდესაც დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საგარეო საქმეთა სამინისტროში ბევრ საკითხზე სასაუბროდ არის დაბარებული.

მისივე თქმით, საუბარი იქნება იმ დანიშვნებზეც, რომელიც უკრაინაში საქართველოს ხელისუფელბის ყოფილ წარმომადგენლებს ეხება.

„ეს არის კიდევ ერთი საკომუნიკაციო წყარო დიპლომატიურ დონეზე. ასე რომ, ამაში გასაკვირი არაფერია“, - განაცხადა კერესელიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა და ამას ხელს ვერაფერი შეუშლის.

„ნუ შევქმნით აჟიოტაჟს, იმიტომ, რომ ეს არ არის პირველად. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ უკრაინა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. ეს არის უმნიშვნელოვანესი ქვეყანა, რომელთანაც გვაქვს და გვექნება მეგობრული ურთიერთობა. უკრაინა არის ძალიან რთულ მდგომარეობაში, ამიტომ მის გვერდით ყოფნა, თანადგომა, უპირველესია. რაც არ უნდა მოხდეს, პარტნიორობას და კეთილმეზობლურ ურთიერთობას ვერაფერი შეუშლის ხელს“, - განაცხადა დავით კერესელიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ 13 თებერვალს დაინიშნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics