02:36 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-12 13:40:06, 411 ნახვა

პოლიტიკა
თეა წულუკიანი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალი ხელმძღვანელი ესტუტის იანკაუსკასი და   მისიის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში იოან აქსანდერი მიიღო.

სამინსიტროს ინფორმაციით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის  იყო.

თეა წულუკიანმა და სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე ისაუბრეს, განიხილეს ამ რეგიონებში მცხოვრებთა უსაფრთხოების საკითხები, პრობლემები ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, აგრეთვე, ჟენევის მოლაპარაკებების მიმდინარეობებზე.

ცნობისთვის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში 2008 წლიდან მუშაობს. მისია ახორციელებს 24-საათიან პატრულირებას  და განსაკუთრებულ ყურადღებას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიებს უთმობს. მისიის ძალისხმევა, ძირითადად, ადგილზე არსებულ მდგომარეობაზე დაკვირვებასა და ინციდენტების შესახებ ანგარიშების წარდგენას მოიცავს. ამასთან, შესაბამის მიდამოებში მუდმივად ადგილზე ყოფნით მისია, ზოგადად, უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics