19:03 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-10 11:03:16, 276 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთს ეწვია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთს ეწვია. 

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბუდაპეშტის  საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს დელეგაციის წევრებს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო მინისტრი იშტვან მიკოლა, უნგრეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში შანდორ საბო და საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი უნგრეთში ზაზა კანდელაკი დახვდნენ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი უნგრელ კოლეგას ვიქტორ ორბანს შეხვდება. ორმხრივი დიალოგის შემდეგ, პრემიერ-მინისტრები  მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. დაგეგმილია შეხვედრა  უნგრეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერთან, ლასლო კოვერისთან. ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობას მიიღებს საქართველო-უნგრეთის ბიზნესფორუმში.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იმყოფებიან: ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქართული ოცნება უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი - Weitai შემოიყვანა
ცოფის შემთხვევის დაფიქსირების გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics